მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის მხარდაჭერა სომხეთისადმი გაიზარდა გასული წლის რევოლუციის შემდეგ: მოგერინი

ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის, ხელს შეუწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლესი დონის დიალოგს.

ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა  წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინმა ევროპარლამენტის პლენარული განხილვის დროს.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საშუამავლო მისიას და მათ წინადადებებს, მათ შორის ჩვენი სპეციალური წარმომადგენლის მუშაობის საშუალებით“, – თქვა მორიგერიმ.

საუბრისას სომხეთზე, მან აღნიშნა, რომ მთავრობამ ვალდებულება აიღო  განახორციელოს  დემოკრატიული რეფორმები  სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების შესაბამისად. „სომხეთი ევროკავშირთან ამ შეთანხმებას განიხილავს, როგორც რეფორმირების რეალურ პროგრამას და ჩვენ ვამაყობთ ამით. ჩვენი მხარდაჭერა რეფორმირების პროცესზე, მათ შორის სასამართლო რეფორმებზე, გაიზარდა გასული წლის პოლიტიკური რევოლუციის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება  უახლოეს მომავალში“, – თქვა მოგერინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button