კულტურა

არამ ხაჩატურიანის შესახებ იუსუპ რაზიკოვის ფილმის “ხმლებით ცეკვის” პრემიერა სომხეთში

დღეს გაიმართება გამოჩენილი სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანის შესახებ  რეჟისორის და სცენარის ავტორ იუსუპ რაზიკოვის ფილმის “ხმლებით ცეკვა” სომხური პრემიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კომპანია „ტაშირ გრუპი“. ფილმის, რომელიც წარმოებულია „მარს მედია“- ს მიერ, რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გადაღებები მიმდინარეობდა როგორც რუსეთში, ასევე სომხეთში.

ფილმმა  მონაწილეობა მიიღო შანხაის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალში, ასევე რუსული კინოს ,,ფანჯარა ევროპისკენ“ 28-ე, ,,ოქროს გარგარის“ მე -16, სამხრეთ კორეაში მიმდინარე მუსიკისა და საერთაშორისო კინოფესტივალში.

“ხმლებით ცეკვა” კლასიკური მუსიკის ყველაზე ცნობილ, პოპულარულ და ყველაზე ბევრჯერ შესრულებულ შედევრად ითვლება.

ნახეთ მეტი
Back to top button