ეკონომიკამთავარი

სამხრეთ- ჩრდილოეთის საგზაო დერეფნის ქაჯარან-აგარაკის მონაკვეთზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაო

სამხრეთ-ჩრდილოეთის საგზაო დერეფნის ინვესტიციის პროგრამაზე მუშაობა გრძელდება სამხრეთის მიმართულებით. კერძოდ: საპროექტო სამუშაოები ხორციელდება ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფნის ტრანშ-4 ის, ქაჯარან – აგარაკის მონაკვეთზე. ამ განყოფილების დეტალური პროექტირებისათვის  სატრანსპორტო პროექტების განხორციელების ორგანიზაციამ გამოაცხადა საერთაშორისო კონკურსი, რომლის შედეგადაც გამარჯვებული გამოვიდა  IARD Engineering (იტალია) და GPI (იტალია) .  საპროექტო  ორგანიზაციამ ჩაატარა გარკვეული კვლევითი სამუშაოები, რის საფუძველზეც მომზადდა საგზაო მონაკვეთის ოპტიმიზაციის ვარიანტები. ეს საშუალებას მისცემს შესრულდეს ტექნიკურად კარგი პროექტი და შემდგომში შეიქმნას ისეთი გზატკეცილი,  რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.

 საპროექტო სამუშაოების დასრულება იგეგმება 2020 წლის ბოლოს, რის შემდეგაც შეირჩევა კონტრაქტორი და დაიწყება მშენებლობა.

გეგმის თანახმად, 556 კილომეტრიანი ავტომაგისტრალი გადაწიმული იქნება   იქნება ირანის საზღვრიდან  საქართველოს საზღვრამდე, რის საშუალებითაც სომხეთი გადაიქცევა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნად.

ნახეთ მეტი
Back to top button