ეკონომიკამთავარი

სომხეთს აქვს ყველა წინაპირობა გახდეს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ქვეყანა. ტიგრან ავინიანი

სომხეთს აქვს ყველა წინაპირობა მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ქვეყნად გასახდომად – დაწყებული განათლებიდან დამთვრებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებით, დამუშავებით და წარმოებით დაწყებული, დამთავრებული საერთაშორისო გაყიდვებით. ამის შესახებ განაცხადა სრ ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა  მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე “სომხეთის ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზაცია”, იტყობინება ტიგრან ავინიანის ოფისი.

ტიგრან ავინიანმა მიმართა სიტყვით, რომელშიც აღნიშნა:

”ბოლო წლების განმავლობაში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში დაფიქსირდა  საშუალო წლიური ზრდა 26-27% -ით, რაც ამ ინდუსტრიას ეკონომიკაში ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორად აქცევს. და ამ ზრდის უფრო მეტი სტიმულისთვის მთავრობამ გადაწყვიტა მაღალტექნოლოგიური სექტორი პრიორიტეტულად აღიაროს და შექმნას მაღალტექნოლოგიური სამინისტრო, რომელიც მთავრობის ხედვით ხელმძღვანელობს და აქტიურად არის ჩართული საქმინობაში. გლობალური ღირებულების ჯაჭვში მყარი ადგილის მოსაპოვებლად და ტექნოლოგიური ნახტომის გაკეთების გზაზე მრავალრიცხოვანი მოქმედებები ხორციელდება – დაწყებული ხელსაყრელი საგადასახადო ველის შექმნიდან დამთავრებული სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პროგრამების მოცულობების გაფართოებით, ინფრასტრუქტურის, სამეცნიერო -საკვლევი და განათლების სფეროების განვითარებით.

არაერთი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს მაღალტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარებას სომხეთში, ასევე ხორციელდება ჩვენს პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ”, – დაასრულა ვიცე-პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button