
სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები აღიჭურვა თანამედროვე რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის TOR-M2 KM სისტემებით. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა.
”სომხეთის შეიარაღებული ძალები აღიჭურვა თანამედროვე, რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის TOR-M2 KM სისტემებით. წარმოებულია 2019 წელს. ვერაფერს გეტყვით რაოდენობასთან დაკავშირებით. ეს სამხედრო საიდუმლოებაა“.







