პოლიტიკა

სომხეთის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო ბაქოში ხოცვის შედეგად დაღუპული სომხების ხსოვნას

ბაქოში განხორციელებულ სომეხთა ხოცვის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სრულიად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II, ეროვნული ასამბლეის სპიკერი არარატ მირზოიანი და სხვა მაღალჩინოსნები ეწვივნენ წიწერაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს, ბაქოში ხოცვის შედეგად დაღუპული სომხების პატივის მისაგებად. სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, სახელმწიფო მოხელეებმა გვირგვინით შეამკეს მსხვერპლთა ხსოვნის სამარადისო მემორიალი.

ნახეთ მეტი
Back to top button