საზოგადოება

სომეხმა მოსწავლეებმა კარგი შედეგები დააფიქსირეს ალმა-ათის ჟაუტიკოვის მე -16 საერთაშორისო ოლიმპიადაზე

8-14 იანვარს ყაზახეთის ქალაქ ამა-ათაში  ჩატარდა  ჟაუტიკოვის  მე -16 საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობდნენ ერევნის ფიზიკა-მათემატიკური სკოლისა და  „კვანტის“ მოსწავლეები.

სომხეთის სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკაში, ინფორმატიკასა და ფიზიკაში 1 ოქროს, 7 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კოლეჯ „კვანტის“  მე -11 კლასის მოსწავლე ალექს აბელიანმა ინფორმატიკაში  ოქროს მედალი მოიპოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button