პოლიტიკა

სომხეთი შემოსავლიანობით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე აზერბაიჯანი და საქართველო; არაიკ ჰარუთიანიანი

სომხეთი შემოსავლიანობით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე აზერბაიჯანი და საქართველო, და ეს არ არის პოპულიზმი. ამის შესახებ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა არცახის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პარტია ,,თავისუფალი სამშობლო“-ს ლიდერმა არაიკ ჰარუთიანიანმა.

”2019 წელს, არცახის რესპუბლიკა გაუსწრებს სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, რაც დაახლოებით 4,800 აშშ დოლარს შეადგენს.

მე არ შევეხებოდი ამ ფაქტს, თუ ბოლო დღეებში პრესაში ფართო განხილვის საგანი არ გამხდარიყო  სომხეთში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის საკითხი, რასაც მეზობელი საქართველოც ეჭვით გამოეხმაურა, ხოლო აზერბაიჯანი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მისი მდგომარეობა თითქოს და  უკეთესი იყო.

სინამდვილეში, სამხრეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხის ცხოვრების დონე, ძირითადად, იგივეა. რასაკვირველია, არსებობს აგრეთვე საერთაშორისო მასშტაბით მიღებული მსყიდველუნარიანობის პარიტეტის შედარებები. ამასთან, პარიტეტული შედარებები სუბიექტურია და არა უპირობო. საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობისა და პოტენციალის მიხედვით, მაგრამ საერთო ხარჯებში შედარება იგივეა. ასე რომ, თუ ენერგო მატარებლები  აზერბაიჯანში უფრო იაფია, სხვა მრავალი პროდუქტი უფრო ძვირია, ვიდრე სომხეთსა ან საქართველოში.

პრობლემა სხვა განზომილებაშია. როგორც სომხეთი, ისვეე არცახი, საქართველო და აზერბაიჯანი  რამდენჯერმე ჩამორჩებიან განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეს და ამისთვის ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული. ეს არის მთავარი გამოწვევა.

ახლა კი ტენდენციების შესახებ. სომხეთი შემოსავლიანობით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე აზერბაიჯანი და საქართველო, და ეს პოპულიზმი არ არის. 2020 წლის სრ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილი 2019 წელთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით ნახევარი მილიარდი აშშ დოლარით, რაც სრ ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია. ეს ერეთმნიშვნელოვნად შეუძლებელი იქნებოდა სომხეთის ეკონომიკის რეალურ სექტორში არსებული ზრდის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ვეცდებით დავასაბუთოთ ეს ან ის წარმატება, ფაქტი დაფიქსირებულია. მაგალითად, თუ დღეს ჩვენ ვამაყობთ, რომ 2019 წელს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძინეს უპრეცედენტო რაოდენობით ახალი იარაღი, რომელიც, მთლიანობაში, მეტია ვიდრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეძენილისა, პირველ რიგში, ეკონომიკის განვითარების შედეგია.

თუ აზერბაიჯანი 2009-10 წლებში ყოველწლიურად აწარმოებდა 50 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი თანდათანობით შემცირდა და გასულ წელს 36 მილიონს მიაღწია. კიდევ რამდენიმე წელი და მეზობელი ქვეყანა საბოლოოდ დაკარგავს ნავთობის ძირითად შემოსავლებს. რა თქმა უნდა, ახლა მან დაიწყო უფრო მეტი გაზის გატანა, მაგრამ ექსპერტების აზრით, ცისფერი საწვავიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა შეუდარებელი იქნება შავი ოქროსგან მიღებულთან შედარებით. ესაა ფაქტი.

საქართველოშიც შენარჩუნდება მდგრადი განვითარების დინამიკა, მაგრამ პოლიტიკური რისკები მოსალოდნელ შედეგებზე მეტად მიიჩნევა. სომხეთის შემთხვევაში, პირველ რიგში, თამაშის ახალმა წესებმა, შემდეგ საგარეო ურთიერთთანამშრომლობამ ძალიან კარგი წინაპირობები შექმნა ეკონომიკური განვითარების უფრო მაღალი ტემპის უზრუნველსაყოფად, რაც საშუალებას მოგვცემს პირველი ვიყოთ სამხრეთ კავკასიაში. მე ვთვლი რეალისტურად იმ პროგნოზს, რომ 2030 წელს სომხეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 15 ათას  აშშ დოლარს მიაღწევს.

რა არის მთავარი გზავნილი?

ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პესიმისტურ განწყობაზე, რადგან ბიზნესის განვითარებისა და დიდი ინვესტიციების მოზიდვისათვის ძალზე მნიშვნელოვანია დადებითი მოლოდინების ჩამოყალიბება. საიდუმლო არ არის, რომ 2008 წლის გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ექსპერტების აზრით, მრავალ ქვეყანაში ეკონომიკა დაზიანდა უფრო  მეტად ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად. ძლიერი სომხეთის ასაშენებლად ჩვენ ყველაფერი გვაქვს – ჭკვიანი საზოგადოება, ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და მშვენიერი ქვეყანა, სადაც იკვეთება ძველი და ახალი სამყაროების ცივილიზაციები, სადაც დასავლეთმა და აღმოსავლეთმა ხელის ჩამორთმევისას პირველ რიგში უნდა თქვან”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button