მთავარიპოლიტიკა

გადადგება თუ არა საქართველოს პრემიერ მინისტრი?

ერევანი, 17 იანვარი, არმენპრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პასუხი გასცა რა მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ შეკითხვას, ჟურნალისტებს ურჩია, არ დააჩქარონ მოვლენები, იტყობინება “არმენპრესი”.

ბოლო დროს, ქართული მედია აქტიურად განიხილავს გახარიას შესაძლო გადაყენების საკითხს, რომელიც თანამდებობაზეა 2019 წლის სექტემბრიდან.

”თქვენ ასე ჯიუტად მეკითხებით, ნუთუ გსურთ, რომ ,,დაგასპოილეროთ”? დაელოდეთ ფინალურ სერიას”,- განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ოპოზიციის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ გახარიას ადგილი დაიკავოს მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს დამფუძნებელმა და ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ადრე ხელმძღვანელობდა მთავრობას, იტყობინება Sputnik.

ნახეთ მეტი
Back to top button