მთავარისაზოგადოება

დიასპორის სომეხ სპეციალისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სომხეთის მმართველობაში. ახალი პროგრამა

სრ დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის ოფისი 2020წ. განახორციელებს საპილოტე პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სომხეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ადმინისტრირების სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესების მიზნით დიასპორის სომეხ პროფესიონალთა ჩართვას. ,,არმენპრეს“-თან საუბრისას, სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის დიასპორის საქმეთა მთავარი კომისრის ოფისის ევროპის სომხური სათვისტომოების დეპარტამენტის უფროსმა, კარენ ავანესიანმა აღნიშნა, რომ პროგრამა მიზნად ისახავს დიასპორის კონკურენტული სპეციალისტების გამოცდილებისა და ცოდნის დანერგვას სომხეთის განვითარების საქმეში, სომხეთ-დიასპორის პარტნიორობასა და ტვინების დაბრუნებაში ხელშეწყობას,,.

პროექტის ფარგლებში, ძირითადად, მოწვეული იქნებიან დიასპორის სომეხი სპეციალისტები და იმუშავებენ სომხეთის სახელმწიფო ორგანოებში დარგობრივი კვლევების, გამოკვლევის, შესაბამისი პრიორიტეტული პროგრამების, სტრატეგიების შენუშავებისა და განხორციელების სფეროში. პროგრამას შეუძლია მიმართონ სამაგისტრო  ან უფრო მაღალი ხარისხის მქონე დიასპორელმა სომეხმა სპეციალისტებმა.

პროგრამა დაიწყება 2020 წლის 1 ივლისიდან და გაგრძელდება 12 თვე. მონაწილეებისთვის პროექტის განხორციელების ხარჯებს უზრუნველყოფს სრ დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის ოფისი, კერძოდ, ავიაბილეთებით (სომხეთის და უკან მიმართულებით), საცხოვრებლით.

პროფესიონალების არჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შეჯამებული იქნება ყველა განაცხადი და შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტის მოთხოვნებს. მეორე ეტაპზე შეირჩევიან პროექტის მონაწილეები და მათი საბოლოო შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.

ნახეთ მეტი
Back to top button