პოლიტიკა

„ეს ხუმრობაა?“ – თბილისში NDI-ს კვლევა გააკრიტიკეს

საქართველოს ხელისუფლებაში საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ  გამოკითხვას უნდობლობით ეკიდებიან

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები რეალურ სურათს არ ასახავს, მიიჩნევენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

ხუთშაბათს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 40%-ს ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტია, რომელი პარტია მოსწონს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდასაჭერად მზად არის გამოკითხულთა 20%, ხოლო ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 13%.

შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად, 2016 წლის მარტის კვლევა, სადაცქართულ ოცნებასჰქონდა 15 პროცენტი. მაშინქართულმა ოცნებამაიღო 49 პროცენტი და თუ გამოვალთ შესაბამისი ლოგიკიდან, გამოდის, რომ დღევანდელი მონაცემით, 2020- ში 60 პროცენტზე მეტს აიღებსქართული ოცნება“. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ შეიძლება ნამდვილად ასე მოხდეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ სხვა ლიდერი, გია ვოლსკი უფრო კრიტიკულად არის განწყობილი.

„ამ კვლევის შედეგები მუდმივად აცდენილია ამ არჩევნების შედეგებთან, რაც მთავარი ინდიკატორია იმისა, რატომ ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამ კვლევებს. პარლამენტის საქმიანობის შესახებ საზოგადოებას მინიმალური ინფორმაცია აქვს. რეალურად, პარლამენტის საქმიანობა ფასდება ფიზიკური და სიტყვიერი შეჯახებებით, რასაც მედია, როგორც დაინტერესებული მხარე, ტირაჟირებას უკეთებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციის თვალსაზრისი

ოპოზიციაში ამერიკული ორგანიზაციის კვლევას ენდობიან.

„ეს კვლევა ასახავს იმ უმძიმეს რეალობას, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილმა (მმართველი პარტიის ლიდერმა)“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ გამოკითხვის თანახმად მისი პარტიის 8%-იანი მხარდაჭერა – კარგი შედეგია.

ასევე ენდობა გამოკითხვას არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

„ეს არის ძალიან ნიშანდობლივი და ეს არის დასტური ზუსტად იმის, რომ 2020 წელი იქნება ძალიან სერიოზული ცვლილებების წელი… ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და ძალიან სასარგებლო კვლევა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორ ჩატარდა გამოკითხვა

კვლევა ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით – საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე. მკვლევარებმა გამოკითხეს 2.1 ათასზე მეტი რესპონდენტი მთელს საქართველოში, მათ შორის რეგიონებში, ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელების კომპაქტურ დასახლებებში.

NDI საქართველოს საზოგადოებრივ აზრს 2009 წლიდან იკვლევს. გამოკითხვა მისი დაკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (СRRС). მკვლევარების მტკიცებით, გამოკითხვის ცდომილება შეადგენს +/- 1,9%-ს.

თუმცა, ბევრი პოლიტიკოსი და ხელისუფლების წარმომადგენელი მსგავსი კვლევების შედეგებს სკეპტიკურად უყურებს.

ნახეთ მეტი
Back to top button