საერთაშორისო

როგორია პოლიტიკოსების რეიტინგი, ვინ ლიდერობს და ვის აქვს ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა – NDI-ს გამოკითხვის შედეგები

NDI-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა 34-34%-ს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ვით ბაქ­რა­ძის და კახა კა­ლა­ძის მი­მართ აქვთ. უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კახა კა­ლა­ძის მი­მართ გა­მო­კი­თხულ­თა 22-მა პრო­ცენ­ტმა გა­მო­ხა­ტა, და­ვით ბაქ­რა­ძის მი­მართ კი, 21%-მა. კახა კა­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში 36% ამ­ბობს, რომ მის მი­მართ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს, 4% აღ­ნიშ­ნავს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ, 5% ამ­ბობს, რომ არ იცის და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მის მი­მართ თუ უარ­ყო­ფი­თი. კვლე­ვის თა­ნახ­მად, და­ვით ბაქ­რა­ძის მი­მართ 35%-ს არ აქვს არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, 5% ამ­ბობს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ, 5% ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ არ იცის და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს თუ უარ­ყო­ფი­თი.

ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­დე­ბი­თად 17% აფა­სებს, მის მი­მართ უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კი გა­მო­კი­თხულ­თა 49% გა­მო­ხა­ტავს. 29% ამ­ბობს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, 1% აღ­ნიშ­ნავს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ, 4% კი­თხვა­ზე და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მის მი­მართ თუ უარ­ყო­ფი­თი, ამ­ბობს, რომ არ იცის;

კვლე­ვის თა­ნახ­მად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­მართ და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­კი­თხულ­თა 27%-ს აქვს, მას უარ­ყო­ფი­თად 34% აფა­სებს. 30% ამ­ბობს, რომ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, 5% აღ­ნიშ­ნავს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ, 4% კი კი­თხვა­ზე და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მის მი­მართ თუ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხობს, რომ არ იცის.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­მო­კი­თხულ­თა 26% და­დე­ბი­თად აფა­სებს, 39% მის მი­მართ უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს, 29 %-ს მის მი­მართ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს, 1% ამ­ბობს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ. 4% კი კი­თხვა­ზე და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მის მი­მართ თუ უარ­ყო­ფი­თი, პა­სუ­ხობს, რომ არ იცის.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ და­დე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­კი­თხულ­თა 13% გა­მო­ხა­ტავს, უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა 49%-ს აქვს, 33 % ამ­ბობს, რომ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს მის მი­მართ.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას ნე­გა­ტი­უ­რად აფა­სებს. გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, კი­თხვა­ზე, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით არ­სე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას, გა­მო­კი­თხულ­თა 64% პა­სუ­ხობს, რომ ცუ­დად, 30% პა­სუ­ხობს, რომ კარ­გად, ხოლო 5%-მა არ იცის კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი.

ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (ND) მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2019 წლის 19 ნო­ემ­ბრი­დან 13 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში სულ გა­მო­კი­თხა 2 180 ადა­მი­ა­ნი. სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი 1,9%-ია.

ნახეთ მეტი
Back to top button