მთავარისაზოგადოება

სერჟ სარგსიანს და ოთხ სხვას ბრალი წაუყენეს

სრ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების შედეგად მოპოვებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, დადგინდა, რომ სრ მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ორგანიზებით და შპს „ფლეშ“ – ის მფლობელ, ბარსეღ ბეგლარიანის წაქეზებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილის სამველ გალსტიანისა და ამავე სამინისტროს აგრარული დეპარტამენტის უფროსის, გევორგ ჰარუთიუნიანის დახმარებით, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის სერგო კარაპეტიანის მხარდაჭერით, 2013 წლის 25 იანვრიდან 7 თებერვლამდე დროის პერიოდში სრ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიფლანგა სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერის განხორციელების პერიოდში რეალიზებული 15.391.765 ლიტრი დიზელის საწვავისთვის გამოყოფილი სუბსიდიების დიდი რაოდენობით თანხა – 489.160.310 სრ დრამი.

”ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის სერგო კარაპეტიანს ბრალი წაუყენეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 38-179-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი პუნქტით, სერჟ სარგსიანს – სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 38-179-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი პუნქტით,ბარსეღ ბეგლარიანს – სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 38-179-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი პუნქტით, ხოლო სამველ გალსტიანს და გევორგ ჰარუთიუნიანს – სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 38-179-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი პუნქტით.

სისხლის სამართლის საქმიდან ზემოხსენებული ბრალდებულების შესახებ გამოცალკევებულ საქმესთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დასრულებულია. სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნით ჩაბარდა ზედამხედველობის განმახორციელებელ პროკურორს, მისი სასამართლოში გაგზავნის შუამდგომლობით”,- ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button