ეკონომიკამთავარი

არმენ სარგსიანმა მონაწილეობა მიიღო დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნაში

ერევანი, 21 იანვარი, არმენპრესი. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა  შვეიცარიის  ქალაქ დავოსში მონაწილეობა მიიღო  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნაში, რომელიც ამ წელს ტარდება სათაურით “დაინტერესებული მხარეები მსოფლიოს კონსოლიდაციისა და სტაბილურობის მიზნით”. ამის შესახებ “არმენპრეს” -ს განუცხადეს სრ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან.

თავისი 50 წლის მუშაობის განმავლობაში, დავოსის ყოველწლიური შეხვედრა გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალი დონის შეკრება მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს სახელმწიფოების, მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ბიზნესისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს ავტორიტეტულ  ექსპერტებს, რათა განიხილონ გლობალური, რეგიონალური და ინდუსტრიული დღის წესრიგები, შესთავაზონ გადაწყვეტილებები არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. წლევანდელ ფორუმს მსოფლიოს 700-მდე სპიკერი და 3000-ზე მეტი მონაწილე ესწრება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2020 წლის ყოველწლიური შეხვედრა ოფიციალურად გახსნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა პროფესორმა კლაუს შვაბმა. სიტყვით მიმართა რა დამსწრე საზოგადოებას, მან აღნიშნა, რომ ის ამაყობს იმ საზოგადოებით, რომლის ფორმირება შეძლო ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში. ის განსაკუთრებით მიესალმა ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს (Young Global Leaders) და გლობალური ცვლილებების შემსრულებლებს (Global Shapers), რომლებსაც სჯერათ მსოფლიოს ურთიერთდამოკიდებულების და მზად არიან ერთად იმუშაონ.

სომხეთის პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა დავოსის ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ 26-ე ყოველწლიურ Crystal Award-ის დაჯილდოების ცერემონიალზე. წელს ფორუმმა გამარჯვებულად აღიარა  მხატვრები თესთერ გეითსი, ლინეთ უოლვორთი, მოცეკვავე ჯინ შინი და მსახიობი დიფიკა პადუკონე, განსაკუთრებული გამორჩეული წვლილისთვის საზოგადოებრივი მდგრადობის უზრუნველსაყოფის, ინკლუზიურობასა და გონებრივი ჯანმრთელობის შესახებ გაცნობიერების ამაღლებაში.

დავოსის ფორუმის 50-ე ყოველწლიური ფორუმის გახსნის ცერემონიალზე, ევროპის ახალგაზრდულმა ორკესტრმა, სან-პაულოს სიმფონიური ორკესტრის და სოლისტების მონაწილეობით, გააკეთა საერთაშორისო მოწოდება ერთიანობისა და სიხარულისკენ.

ნახეთ მეტი
Back to top button