მთავარისაზოგადოება

მაკრონი დაესწრება საფრანგეთში სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს ყოველწლიურ ვახშამს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაესწრება საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს ყოველწლიურ ვახშამს. ამის შესახებ საფრანგეთის სომეხთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარემ, პარტია „სომხეთის რევოლუციონერ დაშნაკთა“   ბიუროს წევრმა მურად ფაფაზიანმა  „არმენპრესს“  განუცხადა.

წელს სომხური საზოგადოების ყოველწლიური  ვახშამი 29 იანვარს გაიმართება. მურად ფაფაზიანმა აღნიშნა, რომ ღონისძიების საპატიო სტუმარი იქნება  ცნობილი თურქი ისტორიკოსი თანერ აქჩამი.

ვახშამი პარიზში, L’Hôtel du Collectionneur- ში გაიმართება.  ვახშმის დროს მოსალოდნელია საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლა სიტყვით.

ცნობილია, რომ ყოველ წელს ამ ტრადიციულ გამასპინძლებას  ესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი, პარიზის მერი ანნ იდალგო,  მთავრობის წევრები, პარლამენტარები, საფრანგეთის სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ფრანგულ-სომხური ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები.

2019 წელსაც გამართულ ვახშამს პრეზიდენტი მაკრონი დაესწრო. იმავე დღეს მან 24 აპრილი გამოაცხადა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნული დღედ. ამით მან შეასრულა თავისი წინასაარჩევნო დაპირება. 2001 წელს საფრანგეთმა აღიარა სომხეთის გენოციდი კანონის ძალთ,  ხოლო 2016 წელს სომხეთის გენოციდის უარყოფა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად გამოცხადდა.

ნახეთ მეტი
Back to top button