ეკონომიკამთავარი

რატომ არის საქართველოში გულის სტენტირება ორმაგად იაფი: თოროსიანი პასუხობს კითხვას

„განათებული  სომხეთის“   ფრაქციის წევრმა ეღიაზარიანმა  ეროვნული კრების წევრებთან კითხვისა და პასუხის დროს, სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს არსენ თოროსიანს ჰკითხა, თუ რატომ არის სომხეთში გულის სტენტირება მაღალი.

ეღიაზარიანმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყანაში სამი სტენტის ფასი 800,000 დრამია  ხოლო სომხეთში – 1,600,000 დრამი. გულის სტენტის ფასი განისაზღვრება მარტივი გაანგარიშებით.

„სტენტირების საფასურის გაანგარიშება ხდება ექიმის, ანესთეზიოლოგის ანაზღაურების, სტენტის ოდენობის, კათეტერების, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების გონივრული სარგებლის გათვალისწინებით. სახელმწიფო შეკვეთის შემთხვევაში ჩვენ ვაფინანსებთ 700,000 დრამს  უწამლო  სტენტზე, ხოლო წამლიან სტენტზე 750,000 დრამს“, – აღნიშნა მინისტრმა.

თოროსიანის თქმით, სტენტირება ხორციელდება სომხეთის 13 სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო თუ მათ კონკურენციის შედეგად განსხვავებული ფასი არ შეუძლიათ დაადგინონ, მაშინ ეს მინიმალური საკონკურენციო  ფასია. გარდა ამისა, როგორც ჩანს, სომხეთში არ იყენებენ  ინდურ და ჩინურ  სტენტებს, გარდა ამისა  ოპერაციისშემდგომი მოვლაც  შედის ოპერაციის ღირებულებაში.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ თემაზე, რომ ყოველწლიურად ათასობით მოქალაქე მიემგზავრება საქართველოში და თქვა, რომ წლიურად მხოლოდ 100-200 ადამიანი მიდის საქართველოში, სანაცვლოდ სომხეთში ყოველწლიურად 5000 სტენტირება ტარდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2019 წლის  შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გულის სტენტირების ფასები გაიაფდა 250 ათასი დრამით, ხოლო პროგრამაში «Stent for life» მოხდა ცვლილება და უწამლო სტენტები შეცვლილი იქნენ წამლიანით.

ნახეთ მეტი
Back to top button