საზოგადოება

სომხეთი გლობალური დათბობის რისკის ზონაშია. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირინა ყაფლანიანის კომენტარები.

სომხეთში ნალექების რაოდენობა შემცირდა 10% -ით, განაცხადა სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა ყაფლანიანმა პარლამენტში ხუთშაბათს.
მან აღნიშნა, რომ სომხეთი მეოთხე ადგილზეა გლობალური დათბობის და მისი შედეგების საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების რიცხვში. პირველ სამ ადგილს ცენტრალური აზიის ქვეყნები იკავებენ.
“ჩვენ უკვე აღვრიცხეთ ტემპერატურის მნიშვნელოვანი ზრდა. სომხეთში იგი გაიზარდა 1-3 გრადუსით. ნალექები შემცირდა თითქმის 10% -ით. ამასთან დაკავშირებით, სომხეთი მართლაც ძალიან დაუცველია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანამ ხელი მოაწერა და რატიფიცირება გაუკეთა პარიზის კონვენციას და ძალიან აქტიურად მონაწილეობს გლობალური კლიმატის ცვლილების დღის წესრიგის ფორმირების საქმიანობაში“,- ხაზი გაუსვა ყაფლანიანმა. 
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება სერიოზული ფინანსური რესურსები გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
„უკვე ერთი წელია, რაც ფონდ „მწვანე კლიმატის“ წევრები ვართ. გვაქვს მოცულობითი დღის წესრიგი და აქტიურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 
მისი თქმით, პარიზის ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ განვითარებული ქვეყნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ატმოსფეროში თბური გაზების გამონაბოლქვზე, ვალდებულებას ღებულობენ განვითარებად ქვეყნებს გაუწიონ ფინანსური, ტექნიკური დახმარება და საექსპერტო მომსახურეობა.

ნახეთ მეტი
Back to top button