საერთაშორისო

ფიზიკური დაპირისპირება: საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სცემეს – ვიდეო

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების” დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ამის შესახებ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ეს მე კი არ დამარტყეს, დაარტყეს ყველას, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით მას „ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატი ერთდროულად ურტყამდა.

როგორც აღნიშნავს „სპუტნიკი-საქართველო“, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში დეპუტატებს შორის, რომელიც სიტყვიერი კამათით დაიწყო, სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა.

ოპოზიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.

R

ნახეთ მეტი
Back to top button