კულტურამთავარი

პირველი სომხური მიუზიკლი “კარინე” აჩვენეს ლონდონში

ლონდონის კინოთეატრში “Cine Lumiere”, რომელიც ცნობილია ხელოვნების სახლის ჟანრში ფილმების  და მსოფლიო კინოს კლასიკური ნაწარმოებების ჩვენებით, გაიმართა ცნობილი რეჟისორის არმან მანარიანის პირველი სომხური მიუზიკლის ჩვენება, რომელიც გარდაიცვალა 2016 წელს.

”ლონდონში რეგისტრირებულმა ბრიტანულმა ორგანიზაციამ ”Kino Klassika”, ცნობილ ბრიტანულ კინემატოგრაფიულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, როგორც მუსიკალური ფილმების (მიუზიკლების) ჩვენების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 21 იანვარს, ლონდონში, კინოთეატრში Cine Lumiere გაიმართა სომხური კინოს მემკვიდრეობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშის  – არმან მანარიანის პირველი სომხური მიუზიკლის “კარინე” (1969)ჩვენება“, – იტყობინება სომხეთის ეროვნული კინოცენტრის პრესსამსახური.
არმან მანარიანი ითვლება სომხური კინოს კლასიკოსად, მან გადაიღო ისეთი ფილმები, როგორებიცაა: ,,ტჟვჟიკი“, ,,კარინე“, წყარო ეღნარი“, ,,დაბრუნება“, ,,თეთრი ნაპირები“, ,,კაპიტანი არაქელი“, ,,ამხანაგი ფანჯუნი“ და სხვები. 1957 წელს მას მიენიჭა სომხეთის სსრკ კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ნახეთ მეტი
Back to top button