მთავარისაზოგადოება

დღეს სომხეთი ზეიმობს შეიარაღებული ძალების დღეს

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა არტაკ დავთიანმა მიულოცა  შეიარაღებულ ძალებს დაარსების 28 წლისთავთან დაკავშირებით

„სომხური არმიის შექმნის დღე არის დღესასწაული, რომელიც მინდა   მივულოცო ყველა სომეხს. ჯარი არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც  აშენებულია  ჩვენი  სახელმწიფო,  სომხეთი – ყველა სომეხის სამშობლო“.

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა რთული ფორმირების პროცესი გაიარა, დაწყებული არცახის  განმთავისუფლებული ომიდან დამტავრებული ჩვენი  დღეებით,  მაგრამ ამ წლეების განმავლობაში მრავალი გმირული ეპიზოდი და საამაყო შემთხვევა გვქონია. არმია  არა მხოლოდ სისტემაა, არამედ ის მოიცავს იმ პიროვნებებსაც, რომლებიც აშენებენ და აძლიერებენ მას.  დღეს, პირველ რიგში, მინდა მივულოცო იმ პირებს, რომელთა ერთგული, ზოგჯერ თავგანწირული სამსახურიც იმაში მდგომარეობს, რომ დღეისათვის  ჩვენ გვაქვს კომპაქტური და მყარი სტრუქტურა, რომელსაც მთელი ერი ნდობას უცხადებს. ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს არის ხარისხისა და შიგა ძალის შედეგი,  რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვიქმნის გამარჯვებებს, ეს ტრადიცია შეუქცევადია.   

ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ დღეს ჩვენ გვყავს განათლებული და ძლიერი საოფიცრო პერსონალი, გონივრული და მონდომებული წვევამდელები, მზრუნველი და გონიერი სარდლები და ეს ის სამებაა, რომელსაც მყარად უჭირავს ჩვენი ქვეყნის, როგორც საჰაერო, ასევე  სახმელეთო საზღვრები. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ,  რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს არ სურთ ომის პროვოცირება, მაგრამ მზად ვართ ნებისმიერ მომენტში არა მხოლოდ მოვიგერიოთ მტრის შემოტევა,  არამედ დავაფიქროთ ის შეუქცევადი დანაკარგების  შედეგებზეც.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ფორმირების 28-ე  წლისთავს და სომხეთის არმია, რომელიც იშვა  მთიანი ყარაბაღის განმათავისუფლებელი ომის დღეებში  ძლიერია და უფრო მეტიც ის უმჯობესდება ყოველდღიურად.

გაუმარჯოს სომხურ არმიას!  დიდება ჩვენს ყველა გმირს და ყველა მათ ვინც ახლა, ამ მომენტში  დგას სამშობლოს სადარაჯოზე“.

ნახეთ მეტი
Back to top button