საზოგადოება
აშშ იყენებს საქართველოს კავკასიაში პოზიციის გასამყარებლად: კუხო

აშშ და ნატო ცდილობენ, რომ საქართველო გადააქციონ რუსეთის ფედერაციის მოწინააღმდეგე ინსტრუმენტად, რაც ემახურება აშშ-ს კავკასიაში გავლენის გაძლიერებას. ამის შესახებ კუხოს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი სიდოროვმა განაცხადა ბიშკეკი-ერევანი-მინსი-მოსკოვის ტელეხიდის დროს.
მისი თქმით, ეს გამოიხატება საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებით, ფინანსური, ტექნიკური და რესურსული მხარდაჭერით. „2019 წელს აშშ-სა და მისი ნატოს მოკავშირეების გემები არაერთხელ შევიდნენ ქართულ პორტებში, რაც საუბრობს მათ სწრაფვაზე კავკასიაში სამხედრო მოქმედებებისკენ. ასეთი ქმედებები აფერხებენ რეგიონალური სტაბილურობის განმტკიცებას“, – თქვა სიდოროვმა.







