საერთაშორისო

საქართველოს სახალხო დამცველი ითანამშრომლებს ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საქართველოს სახალხო დამცველის  ახალქალაქის ოფისში გაიმართა შეხვედრა ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლის დროსაც ომბუდსმენის წარმომადგენლებმა   ილაპარაკეს   საქმიანობის ახალ სფეროებზე  და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდეს   ითანამშრომლონ აქტიურად.

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური განყოფილების უფროსმა თემურ ქორიძემ, ასევე ახალქალაქის ომბუდსმენის წარმომადგენლებმა, სალომე ყულჯანიშვილმა და ანდრანიკ ბაღდასარიანმა ისაუბრეს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ახალ სფეროებზე, ასევე იფორმირებულნი იქნენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ჯავახეთის მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  პრობლემების შესახებ.

წარმომადგენლების თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა შეცვალა მიმართულება ომბუდსმენის რეგიონალურ ოფისებში, მთლიანად გადავიდა პრობლემური საკითხების გადაჭრის გზაზე. ცენტრალური ოფისი დაკავებულია საკითხების შესწავლით, ამიტომ რეგიონალურ ოფისებს მიეცათ საშუალება ეს  დრო გაატარონ სოფლებში,  სხვადასხვა  ჯგუფებთან აქტიურ შეხვედრებზე.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები და ვიმედოვნებთ, რომ  ჩვენს შორის მიღწეული ინება მტკიცე ურთიერთობები.  განზრახული   გვაქვს განვახორციელოთ ერთიანი პროექტები, მივაწოდოთ ერთმანეთს ინფორმაცია ისეთი პრობლემების შესახებ, რომელთა გადაჭრა უკვე წლებია არ ხერხდება. ძირითადად მახვილი იქნება დასმული სოფელზე და სოფლის მცხოვრებლებზე“- თქვა თემურ ქორიძემ Jnews– სთან ინტერვიუში.

ნახეთ მეტი
Back to top button