მთავარიპოლიტიკა

ზარეჰ სინანიანს შეხვედრები ჰქონდა საქართველოს ოფიციალურ პირებთან

არმენპრესი: საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს, დიასპორის საკითხებში მთავარი კომისარი ზარეჰ სინანიანი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი. ამის შესახებ “არმენპრეს”-ს განუცხადეს დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის ოფისიდან.

”მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და განვითარების პერსპექტივებს. ზარეჰ სინანიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს სომხურ სათვისტომოსთან მუშაობისას, მისი ოფისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თვითმყოფადობის შენარჩუნებას და სომეხი მოსახლეობის სრულ ინტეგრაციას ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, საზოგადოებრივი საქმიანობის დონის ამაღლებას. შეხვედრის დასასრულს განიხილეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები.

შემდეგი შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ჩიხელაშვილთან იყო. სახელმწიფო მინისტრმა კომისარს წარუდგინა სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში საქართველოს მთავრობის სტრატეგია და პრიორიტეტები, განხორციელებული პროექტები და ვალდებულებები. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ეროვნული უმცირესობების სხვადასხვა საზოგადოებრივ-სოციალურ სფეროებში ჩართვის მხრივ. მან აღნიშნა, რომ სომხეთ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა განპირობებულია არა მხოლოდ გეოგრაფიით, არამედ მრავალი ისტორიული და კულტურული თავისებურებებით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხები და ქართველები ერთ მიწაზე ცხოვრობენ მშვიდობიანი თანაცხოვრებით. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სხვა ეროვნების ინტეგრაცია, აგრეთვე ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების წახალისება. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური ენების სწავლების უწყვეტობის უზრუნველყოფა, აგრეთვე სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სომეხთა შორის ეროვნული ენის დაცვას ასევე ხელს უწყობს საქართველოში სომხურენოვანი მედია.

მადლობა გადაუხადა რა მიღებისთვის, გენერალურმა კომისარმა ზარეჰ სინანიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს სომხური საზოგადოება უნიკალურია და სხვა თემებისგან გამოირჩევა თავისი ისტორიული ტრაექტორიით. კომისარმა ხაზი გაუსვა სომეხთა სრული ჩართულობის მნიშვნელობას საცხოვრებელი ქვეყნების საზოგადოებებში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, ამასთან, სომხური თვითმყოფადობის და კულტურის შენარჩუნებით. ზარეჰ სინანიანმა სახელმწიფო მინისტრს ასევე წარუდგინა ოფისის საქმიანობა და პროგრამები სომხეთ-დიასპორა პარტნიორობის კონტექსტში.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხები, ასევე გამოითქვა თანამშრომლობის მომავალში გაგრძელების მზადყოფნა.

ამის შემდეგ, მთავარი კომისარი ზარეჰ სინანიანი ეწვია თბილისში არსებულ 104 სომხურ საჯარო სკოლას. სკოლის დირექტორმა ირინა ჟამკოჩიანმა წარმოადგინა სკოლის კომისრის საქმიანობა და ყოველდღიური ცხოვრება. მოსწავლეები სტუმრებს ეროვნული სიმღერისა და ცეკვის ულამაზესი შესრულებით მიესალმნენ. ზარეჰ სინანიანი შეხვდა პედაგოგებს, განიხილეს მიმდინარე საგანმანათლებლო საკითხები, ხაზი გაესვა მასწავლებელთა მომზადების მნიშვნელობას, მოსწავლეების მონაწილეობით სომხეთში რეგულარული ვიზიტების შესაძლებლობებს.

ამის შემდეგ მთავარი კომისარი ეწვია გაზეთ “ვრასტან”-ის რედაქციას. გაზეთის რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა კომისარს გააცნო გაზეთის საქმიანობა, რომელიც წელს მისი დაფუძნების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ზარეჰ სინანიანმა მაღალი შეფასება მისცა გაზეთის მისიას და საქმიანობას.

კომისრის შემდეგი ვიზიტი იყო 103 ქართული სკოლა, რომელშიც არსებობს სომხური განყოფილება. ზარეჰ სინანიანმა სკოლის დირექტორის არჩილ ჩხაიძის და დირექტორის მოადგილე და სომხური განყოფილების უფროს ჰასმიკ პაპიკიანის თანხლებით,  დაათვალიერა სკოლა. ვიზიტის დროს განიხილეს საგანმანათლებლო სფეროსთან, სომხური ენის გაკვეთილების შესაძლო ზრდასა და მასწავლებლების ჩართვასთან დაკავშირებული საკითხები”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button