კულტურამთავარი

„ტერენდეზი“ – უფალთან მიგებების სომხური სახალხო ტრადიცია.

დღესასწაული იესოს შობიდან 40 დღის შემდეგ, ყოველ 13 თებერვალს აღინიშნება; 

წირვის შემდეგ ეკლესიის ეზოში კოცონი ნაკურთხი სანთლით ინთება, რაც ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ მიიჩნევა. მრევლი ეზოში დანთებულ კოცონთან იკრიბება.

 ტერენდეზის დღესასწაულის აღნიშვნას სახლებში იწყებენ და სტუმრებს ტრადიციულად ჰალვით, ფოხინდით ჰარისათი  უმასპინძლდებიან. შემდეგ კი სადღესასწაულო წირვაზე დასასწრებად ტაძრებში მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კოცონს ანთებენ და ზედ ხტებიან. ასე ღმერთს სურვილების ასრულებას ევედრებიან. 
ეს დღე განსაკუთრებით უშვილოების, გასათხოვრებისა და დასაქორწინებლების სურვილების ასრულებისთვისაა.

ტრადიციულად, ტერენეზზე კოცონებს ქუჩებში ან ეზოებში ანთებენ,  შემდეგ კი ზედ ახტებიან.  ამას  განსაკუთრებული სიხარული მოაქვს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის

უჩვეულოდ რომანტიული სანახავია  სომხეთში ტერენტეზისას გვიან საღამოთი  ახალგაზრდები პატარა სანთლებით ხელში სვლას  აწყობენ.

სოფლად, კოცონებისაგან დარჩენილი ნაცარი გროვდება და იფანტება მინდვრებში, იმის ნიშნად, რომ  წელი  წარმატებული და ბარაქიანი იყოს.

სრულიად სომეხთა კათალიკოსმა,  გარეგინ II ეს დღე   ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ  გამოაცხადა. ყველა სომხურ ეკლესიაში, ტრადიციის თანახმად, 13 თებერვალს, ტერენტეზის  სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ტარდება ახალგაზრდების  კურთხევის ცერემონია.

ნახეთ მეტი
Back to top button