მთავარიპოლიტიკა

უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირს ფინანსური დახმარება მოთხოვეს

უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს ევროპული კომისიისადმი მიმართულ ერთობლივ მიმართვას, რომლითაც სტრუქტურას მოსთხოვეს ფინანსური დახმარება, ინფორმაციას ავრცელებს gazeta.ru.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი აღნიშნავს, რომ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

დოკუმენტის ხელმოწერა შედგა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.

მასში აღინიშნება, რომ  ფინანსური დახმარება საჭიროა ევროპული ინტეგრაციის პროცესში აუცილებელი ამბიციური რეფორმების განსახორციელებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button