მთავარისაზოგადოება

ქუთაისში ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა

ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა, ასევე რა ზარალი მიადგა კერძო მესაკუთრეებსა და იმ მოვაჭრეებს, რომლებსაც ბაზრობაზე მაღაზიები ან დახლები აქვთ

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კეჩის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება პირველი არხი.

ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა, ასევე რა ზარალი მიადგა კერძო მესაკუთრეებსა და იმ მოვაჭრეებს, რომლებსაც ბაზრობაზე მაღაზიები ან დახლები აქვთ. ამ დროისთვის ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა.

ადგილზე რვა სახანძრო ჯგუფი მუშაობს.

ნახეთ მეტი
Back to top button