პოლიტიკა
სომეხმა სამშვიდობოებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს მრავალეროვნულ მოსამზადებელ ვარჯიშებში

არმენპრესი: სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში განთავსებულ აშშ-ს სამხედრო ბაზაში მონაწილეობა მიიღეს მრავალეროვნული წვრთნის ,,კოსოვოს ძალები“ მოსამზადებელ ვარჯიშებში თემაზე “აჯანყების მართვა”.
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში “არმენპრეს”-ს აცნობეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო განყოფილება მოქმედებდა გამართულად, შეთანხმებული მოქმედებებით ასრულებდა სტანდარტებით განსაზღვრულ სასწავლო დავალებებს და დაიმსახურა მოსამზადებელი კურსების ინსტრუქტორთა მაღალი შეფასება.







