
სომხეთ -ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაშინგტონში დაიწყო სომხური ფილმების ფესტივალი, რომელიც გაიხსნა სერგეი ფარაჯანოვის ფილმით “ბროწეულის ფერი”.
”კულტურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს და ჩვენ მოხარული ვართ, რომ 100 წლისთავს აღვნიშნავთ კულტურის საშუალებით. პირველად არის ასეთი მოვლენა, რომ მსგავს დონეზე სომეხი ეროვნების კინორეჟისორების ნამუშევრებია წარმოდგენილი”,- ”ამერიკის ხმის” კორესპონდენტს განუცხადა აშშ-ში სომხეთის ელჩმა ვარუჟან ნერსესიანმა.







