ანალიტიკა

სომხეთის ხელისუფლებას დიდი სურვილი აქვს მიაღწიოს წინსვლას სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში: ჰრანტ მიქაელიანი (ვიდეო)

სომხეთის ხელისუფლებას  დიდი სურვილი აქვს, რომ მიაღწიოს პროგრესს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში და უნდა არსებობდეს უარყოფითი ფონი, რომელზეც ჩანს ეს პროგრესი. ამის შესახებ აღნიშნა გადაცემის  «ხედი ერევნიდან: დედამიწა“ ფარგლებში, კავკასიის ინსტიტუტის პოლიტოლოგმა  ჰრანტ მიქაელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის გვთავაზობს ურთიერთობების დამყარებას ახალ ფორმულას, რომლის მიხედვიტაც „საქართველო და ქართველი ხალხი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ სომხეთი და სომეხი ხალხი არ ჩაერთვებიან ანტიქართულ შეთქმულებაში, არ აქვთ ცუდი განწყობა  საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, პირიქით, მათ აინტერესებთ, რომ საქართველო იყოს განვითარებული, სტაბილური ქვეყანა. ასევე, ამ რეზოლუციის შესაბამისად, სომხეთი და სომეხი ხალხი დარწმუნებულნი უნდა იყოს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არ ჩაერთვებიან არცერთ ანტისომხურ შეთქმულებაში, არ აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება, პირიქით, ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ სომხეთის რესპუბლიკა განვითარებული სახელმწიფო იყოს. ”

ამავე დროს, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ვექტორებით გამოწვეული პრობლემები ახლა დიდწილად გადაჭრილია და ხელისუფლებას უკვე შეუძლია ამაზე საუბარი.

„ჩემი აზრით, დადგა დრო, რომ მხარეებმა თავიანთი ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანონ, ანუ ამ ურთიერთობებს  ეწოდოს   –   სტრატეგიული.  ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ამ საკითხის განხილვა“,- თქვა მიქაელიანმა  შეეხო  რა  3-4 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს  საქართველოში.

„საქართველო მომწიფდა და ამისთვის მზად არის. გარდა ამისა, თუ ძალაუფლება შეიცვლება საქართველოში, ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სომხეთთან ურთიერთობებზე. ეს  მთავრობას უფრო მეტად არის დაახლოებული  სომხეთთან“,- თქვა მიქაელიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელი პოზიტიური დამოკიდებულება ასევე განპირობებულია იმით, რომ საქართველო თავის ურთიერთობებს სომხეთთან მიიჩნევს კომპლექსში, რომელიც დადებითად მოქმედებს ირანთან, რუსეთთან ურთიერთობებზე და ამ კონტექსტში მისთვის  მნიშვნელოვანია ურთიერთობები სომხეთთან.

მიქაელიანმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. „ეს ძალიან მტკივნეული საკითხია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან ეს ეხება მის მიერ დაკარგულ ტერიტორიებს და ოპოზიციას აქვს ძალიან მკაცრი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. როდესაც საქართველოს ხელისუფლებას უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ისინი უფრო აქტიურები იყვნენ ამ საკითხში“,-  თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button