სპორტი

კაპაროსმა იცის, როგორ უნდა გაიყვანოს სომხეთი პირველ ადგილზე ერთა ლიგის შესარჩევ ტურნირში

სომხეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხოაკინ კაპაროსი მიიჩნევს, რომ შესაძლოა სომხეთის ნაკრებმა ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს. მან ეს თქვა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტელეარხზე ინტერვიუსას.

„ერთა ლიგაში,  ჩვენ შევედით კონკურენტულ ჯგუფში, რომელშიც შესაძლებელია პირველი ადგილის  დაკავება.  ამისათვის  ნელ-ნელ წინ უნდა წავიწიოთ.  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი მატჩია“, – თქვა 64 წლის ესპანელმა სპეციალისტმა.

სომხეთის ნაკრების მეტოქეთა ერთა ლიგის შესარჩევი ჯგუფის მეტოქეები არიან საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ესტონეთის გუნდები.

კონტრაქტი გაფორმებულია ჯოაკინ კაპაროსთან,  რომელიც ცნობილია „ატლეტიკში“  (ბილბაო),  „დეპორტივოსა“  და „სევილიაში“ მოღვაწეობით,  2021 წლის 30 ნოემბრამდე. წერს  24News-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button