სპორტი
სომხეთის ფუტსალის ნაკრები უეფას რეიტინგში მე-9 ადგილზეა

უეფამ განაახლა ფუტსალის ეროვნული ნაკრებების რეიტინგი.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა. სომხეთის ფუტსალის ნაკრები 4 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 1951.975 ქულით მე-9 ადგილზეა.
ათეულს ევროპის ვიცე-ჩემპიონი პორტუგალია ლიდერობს, მეორე ადგილზე ევროპის ჩემპიონი ესპანეთია, ხოლო მესამეზე რუსეთი.







