მთავარიპოლიტიკა

ერევანისა და თბილისის მჭიდრო თანამშრომლობა საგანგებო მდგომარეობის, დახურული საზღვრების პირობებში

ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგანგებო მდგომარეობის კომენდანტმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა, რომ სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა უნდა განიხილონ კორნავივირუსის ეპიდემიის პირობებში ტვირთგადაზიდვისთვის შექმნილი საკითხები და მათი რაც შეიძლება სწრაფად გადალახვის მექანიზმები. როგორც ცნობილია, სომხეთსა და საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

საქართველოს საკითხებით  ექსპერტ ჯონი მელიქიანის მოსაზრებით, ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია სომხეთ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა. ”საქართველო ჩვენი ტვირთის სატრანზიტო ქვეყანაა, ხოლო ამ კოროვირუსის წრეებში გარკვეული შეზღუდვები არსებობს. ბოლო მათგანი იყო მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დამყარება მარნეულისა და ბოლნისის რეგიონებში. ბაგრატაშენისკენ გზა კი სწორედ მარნეულის რაიონზე გადის, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. დღეს ტვირთის ტრანსპორტირება ხდება, მათ ამ საკარანტინო ზონაში სატრანზიტო ავტომანქანებად მიიჩნევენ. ისინი სპეციალური კონტროლის ქვეშ კვეთენ საზღვარს და ამ გზით სომხეთიდან როგორც ექსპორტს ახორციელებენ, ასევე იმპორტს -სომხეთში”- ინტერვიუში განუცხადა მან ”პირველ საინფორმაციოს”.

მელიქიანის მიხედვით, ამ კრიზისულ ფონზე აქტიური დისკუსიები გრძელდება, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ”ყველა იზიარებს გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ამ პროცესის გადალახვა, იქნებ შეძლონ ერთმანეთის დახმარება. სომხეთს აქვს თავისი გამოცდილება და შესაძლებლობები, საქართველოს – თავისი. რატომაც არა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის გამოცდილების შესწავლა, გაგება და ერთმანეთისთვის სარგებლის მოტანა. ჩვენ ორი მეზობელი ქვეყანა ვართ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ბევრი რამ გაუგებარი იყო ტვირთგადამზიდავებისთვის რა იყო მოსალოდნელი  მარნეულის დახურვის შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ გამოცხადდა, რომ ეს გავლენას არ ახდენს ტვირთგადაზიდვებზე, და რომ სატვირთო მანქანებს შეეძლოთ მათი ტვირთის გადატანა  გარკვეული პროცესების დასრულების შემდეგ. ის ასევე უზრუნველყოფს, რომ მძღოლებს არ ჰქონდეთ კონტაქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან და პირიქით, რომ ვირუსი არ გამოვიდეს იმ ტერიტორიიდან, და რომ ახალი ვირუსის შემთხვევები არ შევიდეს რეგიონში”.

ანუ დახურული საზღვრებითაც კი, შესაძლებელია იმის გაკეთება, რომ მინიმალური დანაკლისით გამოვიდეთ? – ჩვენი თანამოსაუბრის თქმით: ”საზღვარი ხალხისთვის დაკეტილია, მაგრამ საქართველოდან ჩვენს მოქალაქეებს  უფლება აქვთ დაბრუნდნენ სომხეთში, ხოლო მათ მოქალაქეებს, სომხეთიდან საქართველოში. ახლახანს საელჩომაც მოაწყო ჩვენი მოქალაქეების სომხეთის რესპუბლიკაში გადმოყვანა, რაც ასევე თანამშრომლობის შედეგია. რუსეთიდან მომავალ სომხებსაც კი დართეს უკან დაბრუნების ნება, თუმცა საზღვარი დაკეტილი იყო, ითქვა, რომ თუ სურდათ სომხეთში ჩამოსვლა, საჰაერო მარშრუტი უნდა გამოეყენებინათ. მაგრამ ლარსში ხალხი დაგროვდა, და სახელმწიფოთაშორისო დონეზე საკითხი მოგვარდა, რის გამოც  ჩვენს მოქალაქეებს სახმელეთო გზით  სომხეთში ჩამოსვლის საშუალება მისცეს. ამ რთული პერიოდის მიუხედავად, როდესაც ყოველი ადამიანი შეიძლება დაინფიცირებული იყოს და საფრთხეს წარმოადგენდეს, კომპრომისული გადაწყვეტილებები მიიღება და მხარდაჭერას აქვს ადგილი. ბოლო კვირების განმავლობაში, ჩვენ ამის მოწმე გავხდით, როგორც მაცხოვრებლების, ასევე ტვირთის თვალსაზრისით. შესაძლოა, დროის პროცესი გრძელი იყოს, მაგრამ საბოლოოდ ტვირთი არ შეჩერებულა, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ  გარკვეული ეკონომიკური აქტივობა შენარჩუნდება”.

ნახეთ მეტი
Back to top button