საზოგადოება

თვითიზოლაციის თვალსაზრისით, სომხეთის დედაქალაქმა აჯობა დსთ-ს მილიონიან ქალაქებს

როგორც „რუსარმინფო“ წერს, რუსულმა კომპანიამ „იანდექსმა“  შეიმუშავა თვითიზოლაციის ინდექსი, რათა შეაფასოს რუსეთისა და მეზობელი ქვეყნების თვითიზოლაცია  კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

„იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად კარგად ასრულებენ ამ  ამოცანას რუსები, ჩვენ შემოვიღეთ ქულები,  რომლებიც  გვიჩვენებენ   სხვადასხვა ქალაქში თვითიზოლაციის დონეს. ამისათვის ჩვენ შევადარებთ ქალაქური აქტივობის დონეს ახლა და ნორმალურ დღეებს ეპიდემიამდე”- აცხადებს  კომპანიის პრესსამსახური.

შეფასებისათვის გამოიყენება ანონიმური მონაცემები. ინდექსი 0-დან 5-მდე მერყეობს, სადაც 0 არის ყველაზე ცუდი იზოლაცია, ყველაზე დაბალი დონე, ხოლო 5 საუკეთესოა.

ინდექსი აფასებს თვითიზოლაციის დონეს სომხეთის დედაქალაქ ერევანშიც. ერევანმა ყველაზე მაღალი ქულა (4) მოაგროვა 29 მარტს. წინა დღეებში ერევნის თვითიზოლაციის ქულა იყო სამი (3).

ერევნის მიერ 29 მარტს ნაჩვენები შედეგი საუკეთესო  ინდექსით შეფასებული მილიონიან ქალაქების შორის, როგორებიც არიან: მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინობურგი, ნოვოსიბირსკი, ნურ-სულთან, მინსკი.

უფრო ადრე,  „რუსარმინფოს“  ცნობით, სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა ფინანსური დახმარების გაწევის ღონისძიებების პაკეტი იმ პირების მიმართ, რომლებიც კოროვირუსის გამო სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button