პოლიტიკა

პროკურატურამ სამველ პეტროსიანსა და ა.მკოიანს ბრალდება წაუყენა

პროკურატურამ პარლამენტის ყოფილ დეპუტატს და ახალქალაქის საკრებულოს მოქმედ დეპუტატ სამველ პეტროსიანს, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის ვაჟიშვილს ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში წაუყენა. სასამართლო გამოძიების პერიოდში აღკვეთი ღონისძიების ფორმა ჯერ არ არის ცნობილი, -იუწყება  Jnews.ge.

29 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 239 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ს.პ. და 2001 წელს ა.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის შუამდგომლობას წარუდგენს სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში.

​გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან.

26 მარტს, შუადღისას, დაახლოებით 15:30 საათზე დეპუტატ ჰენზელ მკოიანის სახლთან სროლის ხმა გაისმა. ,,სროლის შედეგად არავინ არ დაშავდა. როგორც გაირკვა, ისროლეს ორივემ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ენზელ მკოიანმა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ დეპუტატმა, სამველ პეტროსიანმა“,-იუწყება  Jnews.ge.

ნახეთ მეტი
Back to top button