
24 აპრილს, თბილისში, წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიაში გაიმართა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია, რომელსაც დაესწრნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი და საელჩოს მთელი პერსონალი.
მოხსენიების ცერემონიის დასრულების შემდეგ, დღის თემატიკაზე ისაუბრა საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის მოძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა, რის შემდეგაც ცერემონიის მონაწილეებმა ეკლესიის ეზოში ყვავილებით შეამკეს სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლისადმი მიძღვნილი ქვაჯვარი.








