მთავარისაზოგადოება

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი ალინა ნიკოღოსიანი წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

მინისტრმა ისაუბრა სისტემებს შორის განსხვავებაზე.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა ისაუბრა სომხეთისა და საქართველოს ეპიდემიოლოგიური სისტემების შესახებ და კერძოდ უპასუხა კითხვას:

 „რითაა განპირობებული სტატისტიკური სხვაობა საქართველოსა და სომხეთს შორის? საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება.  საქართველოში განსხვავებული მეთოდიკა არსებობს კორონავირუსით ინფიცირებულთა აღსარიცხავად?  საქართველომ ნამდვილად შეძლო ეპიდემიის გავრცელების აღკვეთა?“.

ქართულმა მედიამ მოიყვანა არსენ თოროსიანის სიტყვები კონტექსტიდან ამოჭრილად, რამაც დაარღვია ნათქვამის აზრი. იმისათვის რომ ყველაფერი გასაგები იყოს მომყავს მინისტრის სიტყვები მთლიანად:

„მე არ ვუარვყოფ, რომ საქართველოში შემზღუდველი ზომები უფრო უკეთესი, მკაცრი და ძლიერია, მათ შორის დღემდეც.

ასევე არსებობს განსხვავება მეთოდოლოგიაში. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით ეპიდემიური სიტუაციის  საწინააღმდეგო სისტემა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენისგან, რა თქმა უნდა, ცუდი გაგებით. ჩვენი ეპიდემიური  სისტემა უფრო ძლიერია და მე არ ვამბობ ამას იმისთვის რომ ვიამაყო, არამედ  მე მხოლოდ ფაქტს ავღნიშნავ – პროფესიონალური და  არა პოლიტიკური თვალთახედვით.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი  მეზობლები, ყველანი  შესძლებენ გააძლიერონ თავიანთი სისტემები და ამით ჩვენ ყველანი უფრო დაცულები ვიქნებით. იგივე ეხება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას. რატომ არის ეს სამი ქვეყანა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ ნაკადების თვალსაზრისით“.

ნახეთ მეტი
Back to top button