მთავარისაზოგადოება

დღეს სომხეთში დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადებულთა რეკორდული რიცხვი

25 მაისის 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის 452 შემთხვევა და დაავადებულთა  საერთო რიცხვმა მიაღწია 7113-ს, აქედან გამოჯანმრთელებულია    3145-ი.  ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე.

დღეისათვის რეალურად მკურნალობს 3842 პაციენტი.  სულ   51,594 ტესტი ჩატარდა.  

სომხეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისაგან გარდაიცვალა 6 ადამიანი. სულ 87 ადამიანი დაიღუპა.

ნახეთ მეტი
Back to top button