მთავარისაზოგადოება

აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად საჭიროა “ნიურნბერგის კონფერენცია”- სტეფანკერტი

არცახი მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სომეხი ოფიცრის  გურგენ მარგარიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ თვლის, რომ აუცილებელია აზერბაიჯანის წინააღმდეგ შემდგომი პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა. NEWS.am–ი ს თხოვნით აუეს– ის გადაწყვეტილებასტან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა არცახის  პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის დარგში მრჩეველმა დავით ბაბაიანმა.

მისი თქმით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრობილი იქნას აზერბაიჯანის ანტისომხურ პოლიტიკაზე.  „საფაროვის დანაშაული შეიძლება გარკვეულწილად ნაზიციზმის გაგრძელებად მივიჩნიოთ. ნიურნბერგის კონფერენციის თანამედროვე ანალოგი გვჭირდება აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. დიახ, გადაწყვეტილება მიღებულია. მსოფლიო წამყვანმა მედიასაშუალებებმა იგი გააშუქეს,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ მიიღო აქტი  საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე. ეს ძალიან კარგია. ჩვენ მივესალმებით და ამას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად ვთვლით. ამასთან, აუცილებელია დაგმობა მორალური დონიდან გადატანილი იქნას  პოლიტიკურ დონეზე. აზერბაიჯანი უნდა დაისაჯოს ამისათვის. საჭიროა პოლიტიკური და სამართლებრივი უწყვეტობა“,  – აღნიშნა დავით ბაბაიანმა რომ ასევე საჭიროა შესაბამისი ნაბიჯები უნგრეთთან დაკავშირებით. ჩვენ რეალისტები ვართ და გვესმის, რომ ძალიან დიდი შრომა სჭირდება მორალურიდან პოლიტიკურ პროცესზე  გადასვლისათვის.  მაგრამ თუ ჩვენ არ მივცემთ პოლიტიკურ და იურიდიულ შეფასებას აზერბაიჯანის ქმედებებს საფაროვის ამინსიტირებასთან  დაკავშირებით პროცესი ვადაგასულად ჩაითვლება. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იქნა  მკვლელის განთავისუფლების საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ.

როგორც დავით ბაბაიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს შიგა სახელმწიფოებრივ საქმეებზე. ბევრი დადგენილება იქნა მიღებული ილჰარ მამედოვის და სხვა პოლიტპატიმრების საქმეზე, მაგრამ  კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საფაროვის საკითხი, ის დისკრიმინაციისა და ნაციზმის  გამოვლინებაა“, – ხაზი გაუსვა ბაბაიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button