მთავარისაზოგადოება

დღეს სომხეთში დაფიქსირდა კორონავირუსის 372 შემთხვევა

27  მაისის 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის 372  შემთხვევა და დაავადებულთა  საერთო რიცხვმა მიაღწია 7774-ს, აქედან გამოჯანმრთელებულია    3255-ი.  ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე.

დღეისათვის რეალურად მკურნალობს 3842 პაციენტი.  სულ   53 678  ტესტი ჩატარდა. 

სომხეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისაგან გარდაიცვალა 7ადამიანი. სულ 98  ადამიანი დაიღუპა.

ნახეთ მეტი
Back to top button