მთავარისაზოგადოება

რევოლუცია ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში გვქონია: სერჟ თანკიანი

დღეს, TUMO Live- ის სპეციალურ გამოშვებაში, სერჟ თანკიანმა, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა სომხეთ-დიასპორის  ურთიერთობებზე და თუ რას მოელის სომხეთის ახალი მთავრობა ამ ურთიერთობებიდან.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა თანქიანი რაიმე ცვლილებას რევოლუციის შემდეგ სომხეთსა და დიასპორას შორის ურთიერთობებში, მან უპასუხა․ “დიახ, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, რევოლუცია არ იყო მხოლოდ რევოლუცია სომხეთში, არამედ ეს იყო რევოლუცია  მთელი სომეხი ხალხისთვის”. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიასპორაში  იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც რესპუბლიკის ძველ რეჟიმს ედგნენ გვერდში,  მაინც მათ უმეტეს ნაწილს ძაგდა  ქვეყანაში გამეფებული კლეპტოკრატია.

„მათ ესმოდათ, რომ ეს უნდა შეიცვალოს, იმედოვნებდნენ, რომ ეს შეიცვლება, მაგრამ მათ არ იცოდნენ როგორ განეხორციელებინათ ეს. ეს არ იყო დიასპორის საქმე, ეს იყო თქვენი სამუშაო, თქვენი რევოლუცია. მაგრამ, როდესაც რევოლუცია მოხდა და მე დავბრუნდი ლოს ანჯელესში და ყველამ მკითხა თუ რა ხდებოდა სომხეთში, ჩემი პასუხი ასეთი იყო:  „სომხეთში მოხდა რევოლუცია და დადგა დრო  ეს გავაკეთოთ დიასპორაშიც.  ჩვენ გვჭირდება ახალი ხედვა, რომ ახალი თვალით შევხედოთ სომხეთს, ჩვენს ხალხს, ჩვენ გვჭირდება ახალი გზა სომხეთთან დასაკავშირებლად“.

მისი თქმით, რევოლუცია ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც ჩვენ, როგორც  ერმა ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მივიღეთ და ჩვენ უნდა დავიცვათ იგი, ”ჩვენ მას უნდა  მოვეფეროთ“.

კითხვაზე, გაამართლა თუ არა სომხეთის ახალმა მთავრობამ  მოლოდინი, თანკიანმა უპასუხა, რომ „ყოველ მოლოდინს გადააჭარბა“.    ”გულწრფელად რომ ვთქვათ, თავიდან რევოლუციური მთავრობის წყვლადობამ  შემაშინა, რადგანაც  იყვნენ ძალიან მდიდარი ოლიგარქები, რომლებიც აკონტროლებდნენ მედიისა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მეტ ნაწილს, მაგრამ მთავრობამ გადააჭარბა ჩემს მოლოდინს, მე  ვარ დაიმედებული და მადლობელი”- ხაზი გაუსვა System of a Down-ის  ვოკალისტმა.

როგორც მან თქვა,  როდესაც ის ჩამოვიდა სომხეთში და ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ხალხში დადიოდა, სახეებს გადახედა და მიხვდა, რომ ასეთი ბედნიერება არასდროს უნახავს. ”მე მინახავს ბედნიერი ხალხი, აღფრთოვანებული ხალხი, ასობით ათასი აღტყინებული  ბრაზილიელი რიოში, მაგრამ ასეთი დიდი ბედნიერება არასდროს მენახა. ეს დიდი გამოცდა იყო.  მე ვუთხარი ჩემს მეგობრებს, რომ ეს იყო ის, რაც  ცხოვრებაში ერთხელ უნდა გამოსცადო. ასეთი რამ მე ჩემს ცხოვრებაში პირველად ვნახე და ალბათ უკანასკნელადაც. თვალებს არ ვუჯერებდი“.

სერჟ თანკიანს ასევე ჰკითხეს, თუ  ფაშინიანის მთავრობა ვერ დააკმაყოფილებს ადამიანთა მოთხოვნებს და ისინი კვლავ ქუჩაში გამოვლენ, იქნება თუ არა ის კვლავ მოქალაქეთა  გვერდით?

”მე ყოველთვის ვუჭერ მხარს სომხეთის მოქალაქეებს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოითხოვენ.  ახლა შეერთებული შტატების ქუჩებში ხალხია, რომლებიც ნიღბებს არ  ატარებენ და მმართველი წრისაგან  ითხოვენ საკარანტინო რეჟიმის მოხსნას, რადგან მათი გამოთაყვანებული ლიდერი, პრეზიდენტი ტრამპი, თეთრი სახლიდან ეუბნება, რომ ასე მოიქცნენ. მე მათ მხარი დავუჭირო? რა თქმა უნდა,  არა!  ყველაფერი დამოკიდებულია განზრახვაზე, რეალობაზე“, – თქვა თანკიანმა.

ხოლო რეალობა,  მისი სიტყვებით, არის ის, რომ ამჟამად სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს სომხეთის მთავრობას. ”მათ იციან რა მოხდა, მათ იციან რა პრობლემა აქვთ, რასთან გვაქვს საქმე, ეს ემყარება განზრახვებს და ჩვენს წარსულს. ეს არის საუკეთესო რამ, რაც ჩვენ შეგვემთხვა, მე ამის მომხრე ვარ და ვდგავარ ლიდერების გვერდით“, – დაასკვნა სერჟ თანქიანმა.

https://www.facebook.com/watch/live/?v=253399339239121&ref=watch_permalink
ნახეთ მეტი
Back to top button