მთავარისაზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანსა და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდგინდა

პრემიერ მინისტრმა ამის შესახებ “ფეისბუქის” გვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„მე გავაგრძელებ მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. კომუნიკაციის ყველა საშუალება მაქვს, ყველა სხვა აუცილებელი პირობა, ოფისი. რა თქმა უნდა, მე ვიმუშავებ აქედან, რა თქმა უნდა, იზოლაციის პირობებში“, – თქვა ფაშინიანმა.

ის ეჭვობს, რომ იგი დაინფიცირდა  COVID-19 – ით ხელთათმანების გარეშე მიმტანისაგან, რომელმაც წყლის ჭიქა მიაწოდა.  გაირკვა, რომ ეპიდემიის წესების დაცვამ  მათ არ უშველათ, მაგრამ პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ მთავრობაში  დაინფიცირებულები  ჯერ-ჯერობით არ არიან, ან რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაინფიცირდა.

„ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა იგივეა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ცხოვრება. ყველას ერთი და იგივე მდგომარეობა გვაქვს: არ გვაქვს სიცხე და სიმპტომები, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ,  რადგან ეს სიმპტომები შეიძლება რაღაც ეტაპზე გამოჩნდეს. ჩვენ ძალიან გვაწუხებს  ხომ არ გადავდეთ ინფექცია ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს,  ინფექციის გავრცელების შუამავალი რგოლი  ხომ არ  აღმოვჩნდით“, – თქვა ფაშინიანმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, გარეთ გამოსვლისას გამოვიდნენ ნიღბებით და რეგულარულად  აწარმოონ ხელების დეზინფექცია.

ნახეთ მეტი
Back to top button