საზოგადოება

ახალქალაქის სერვისცენტრმა სომხეთის მხარდასაჭერად თანხა შეაგროვა

,,jnews.ge” წერს, რომ ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი, თანამთრომლებთან ერთად საქართველოდან სომხეთის მხარდაჭერის ინიციატივას შეუერთდა. მათ შეაგროვეს თანხა, რომელიც სომხეთში გაგზავნის მიზნით, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას დაერიცხება.

spisok2

სერვისცენტრის დირექტორმა არმენ ბიჩახჩიანმა ადრე ერთი სასუნთქი აპარატის თანხა უკვე შეწირა. დღეს, სამუშაო ანაზრაურების მიღების შემდეგ, თანხა დანარჩენმა მუშაკებმაც შეაგროვეს.

ვინაიდან ინიციატივა «საქართველო-სომხეთის მეგობარი» უკვე დაიხურა, და აღნიშნული სასუნთქი სავენტილაციო აპარატები საქართველოში იყო შეძენილი და გაიგზავნა სომხეთში, ახალქალაქის სერვისცენტრის მიერ შეგროვილი თანხა სამცხე-ჯავახეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატის ანგარიშზე დაირიცხა. სომხეთში ჰუმანიტარულ დახმარებას ასევე ვიკარიატი აგზავნის.

12 ივნისს, ახალქალაქის სერვისცენტრში ხელმძღვანელობამ თანამშრომლებთან რიგგარეშე შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს ცენტრის დირექტორმა არმენ ბიჩახჩიანმა მუშაკებს ანაზღაურებიდან თანხის შემოწურულობისკენ მოუწოდა, ვინც რამდენს ჩათვლიან საჭიროდ.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს «Aliq Media»-ს დირექტორის პაველ ოგანეზოვის შუამავლობით იყო ორგანიზებული ინიციატივა «საქართველო-სომხეთის მეგობარი», რომლის შედეგადაც სომხეთში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისათვის ჰუმანიტარული დახმარება იყო გაგზავნილი.

10 ივნისს ინიციატივას ჯავახეთი შეუერთდა. მასში მონაწილეობა მიიღო ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის JNEWS-ის ჯგუფმა, მაღაზია «ვლადმა» და ახალქალაქის სერვისცენტრმა, მისი დირექტორის არმენ ბიჩახჩიანის ხელმძღვანელობით.

ნახეთ მეტი
Back to top button