კულტურა

მარიანა გევორგიანს მიენიჭა მსოფლიო კონკურს-ფესტივალის მთავარი ჯილდო

,,არმენპრესი“ წერს, რომ ქანონისტი მარიანა გევორგიანი გახდა პრესტიჟული WORLD FOLK VISION მსოფლიო კონკურს-ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი.
ამის შესახებ მარიანამ დაწერა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
”ჩვენ მოვიგეთ World WORLD FOLK VISION კონკურს-ფესტივალი, საპატიო გრან პრის პირველი ადგილი. დიდი მადლობა ყველას”,- დაწერა ქანონისტმა.
ამ ონლაინ კონკურსში მონაწილეობისას, მარიანამ წარმოადგინა ეროვნული ინსტრუმენტი კანონი, რომლითაც შეასრულა საიათ ნოვას ნაწარმოები “ეშხემედი”. არჩევნები ერთი თვე გაგრძელდა. კოპნკურსში მონაწილეობა მიიღო 115 ქვეყნის წარმომადგენელმა, მაგრამ ნახევარფინალში 60 ქვეყნის 180 წარმომადგენელი გავიდა. მათ შორის იყო ორკესტრები, გუნდები, ინდივიდუალური შემსრულებლები.
მარიანა გევორგიანმა წარჩინებით დაამთავრა ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, არის ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ოქროს მედალოსანი. იგი მუშაობს კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის სახლის უძველესი მუსიკის “ტაღარან” ანსამბლში (სამხატვრო ხელმძღვანელი: ს. ერკანიანი).

ნახეთ მეტი
Back to top button