ეკონომიკა

სომხურ ატომურ სადგურს დაგეგმილი რემონტი უტარდება

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ 1 ივლისს, სომხეთის ატომური სადგური გაჩერდა კიდევ ერთი დაგეგმილი პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოებისთვის. სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკზე სარემონტო  სამუშაოებს 65 დღე დასჭირდება. ზომები ხორციელდება ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკის ექსპლუატაციის ვადების გახანგრძლივებისა და მოდერნიზაციის ფარგლებში, ელექტროსადგურის ეფექტურობის და საიმედოობის ამაღლების მიზნით.
“ეს არის დაგეგმილი გამორთვა, რომლის დროსაც მოხდება რეაქტორის საშუალო შეკეთება, საინფორმაციო-გამოთვლითი სისტემის შეცვლა უფრო ახალი, თანამედროვე სისტემით. შემოწმდება რეგულირებისა და კომპენსაციის კასეტების (ARK) ამძრავების დათვალიერება, აგრეთვე პირველი კონტურის მთავარი აღჭურვილობის ლითონის კონტროლი”,- აღნიშნავს  სომხეთის ატომური ელექტრო სადგურის გენერალური დირექტორი მოვსეს ვარდანიანი.
სომხეთის ატომური ელექტრო სადგური დაგეგმილ პროფილაქტიკურ რემონტს უთავსებს სადგურის მოდერნიზებისა  და უსაფრთხოების შემდგომ ამაღლებას, ვინაიდან სამუშაოების დიდი ნაწილი  შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ  ბლოკის გაჩერების პირობებში.

”ფიზიკურად, ჩვენ ყველა ძირითად ოპერაციას 2021 წელს შევასრულებთ, მიმდინარე წელი გამოყენებული იქნება რეაქტორის აქტიური ზონის გაგრილების ავარიული სისტემის მოდერნიზაციის მოსამზადებლად და რეაქტორის კორპუსის ლითონის აღდგენის გამოწვისთვის, რაც რეაქტორის ლითონის საფარის საწყისი მახასიათებლების 80-85% აღდგენის საშუალებას მისცემს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაო სადგურის უსაფრთხოების ხარისხის  გასაძლიერებლად”,- აღნიშნა იური სვირიდენკომ, სომხეთის ატომური სადგურის ექსპლუატაციის გახანგრძლივების საკითხით რუსული მხარის ხელმძღვანელმა.
2019 წელს ჩატარდა სამუშაოები რეაქტორის საამქროში, განხორციელდა სამანქანო საამქროს ტექნიკის ყოვლისმომცველი მოდერნიზაცია და ჩანაცვლება, დასრულდა სისტემისა და აღჭურვილობის დიზაინი, დასრულდა სისტემებისა და აღჭურვილობების პროექტირება, შემოწმდა რეაქტორის კორპუსი. გარდა ამისა, სადგურს მიეწოდა საჭირო აღჭურვილობა.

ნახეთ მეტი
Back to top button