მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიულოცა ვლადიმირ პუტინს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. მილოცვაში ნათქვამია:

ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ,

გილოცავთ, რუსეთის მიერ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სრუყლიად რუსეთში კენჭისყრის წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ამ მოვლენას ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთის სახელმწიფოებრიობის შემდგომი გაძლიერებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც დადასტურებულია  რუსული საზოგადოების დიდი უმრავლესობით, ქმნის პირობებს ქვეყანაში შემდგომი წინსვლისა და მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

გისურვებთ თქვენ და რუსეთის ფედერაციის ძმურ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეოასა და წინსვლას.

ნახეთ მეტი
Back to top button