მთავარიპოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის მინისტრი ესაუბრა აშშ-ს ელჩს თავდაცვის სფეროში სომხეთ-ამერიკული თანამშრომლობის შესახებ

7 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონიანმა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში  ქალბატონი ლინ ტრეისი.

შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-ამერიკული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები თავდაცვის სფეროში.

როგორც სომხეთისთავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება,  საუბრისას   შეჯამებული იქნა გაწეული მუშაობის შედეგები,  შესწავლილი იქნა პანდემიისაგან გამოწვეული შეზღუდვების პირობებში თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები.

ასევე  განიხილეს საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის მისიებში სომხეთის მუდმივი მონაწილეობის საკითხიც.

ნახეთ მეტი
Back to top button