ეკონომიკა

აგვისტოში საქართველო განაახლებს საერთაშორისო საჰაერო კომუნიკაციას

,,არმენპრესი“ წერს, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა განაახლოს პირდაპირი საჰაერო კომუნიკაცია გერმანიასთან, საფრანგეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ხოლო პირველი ფრენები დაიწყება აგვისტოდან მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მარშრუტზე. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ 8 ივლისის ბრიფინგზე განცხადება გააკეთა საერთაშორისო ურთიერთობების ხაზით პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.
”საქართველო გახსნის საზღვრებს გერმანიასთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, ესტონეთთან და საფრანგეთთან, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ”ჩვენ უკვე მივიღეთ შეთანხმება Luthanza Airlines- სთან, რომ 2020 წლის აგვისტოდან რეგულარული ფრენები მიუნხენში კვირაში ორჯერ უნდა განხორციელდეს”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს ან რეზიდენტებს საქართველოში ჩასვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მხოლოდ საჰაერო გზით და მხოლოდ პირდაპირი ფრენების საშუალებით. საქართველოს საზღვრის გადაკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა, სადაც აღწერილია ბოლო 14 დღის განმავლობაში მათი გადაადგილებების ისტორია, სად უნდა იმყოფებოდნენ ისინი  საქართველოში და საკონტაქტო ინფორმაცია.
საქართველოში  საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტიდან 22 მაისამდე.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის ინფექციის 963 შემთხვევა. კიდევ სამი ინფიცირებული ქართველი უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 841 ადამიანი. კარანტინში 3,9 ათასზე მეტი ადამიანია, ხოლო საავადმყოფოებში 202. 15 პაციენტი გარდაიცვალა, იტყობინება TASS.

ნახეთ მეტი
Back to top button