მთავარისაზოგადოება

557 ახალი შემთხვევა ერთ დღეში. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მიაღწია 30 903-ს

,,სპუტნიკი საქართველო“ წერს, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა ბოლო ერთი დღის განმავლობაში გამოაქვეყნა მონაცემები სომხეთში კოროვირუსული დაავადების შესახებ.
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეს 557 – ით გაიზარდა და გახდა 30 903. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ცნობით, ამჟამად 11471 ადამიანი მკურნალობს, 131,216 ტესტირებაა ჩატარებული, ხოლო ინფიცირებულთაგან 18,709 გამოჯანმრთელდა. დაფიქსირდა 546 (+11) გარდაცვალება. 9 ივლისის მდგომარეობით, სხვა მიზეზების გამო დაღუპულთა საერთო რიცხვი 177 იყო (+7).
 სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 29,820 იყო.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა სომხეთში შემოღებულ იქნა 16 მარტიდან. 14 მაისს გამართულ სხდომაზე, სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა კოროვირუსის პროფილაქტიკის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვის გაეხანგრძლივებინა. ის გაგრძელდა 13 ივნისამდე, 17:00 ჩათვლით.
გახანგრძლივებულმა საგანგებო მდგომარეობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სომხეთში 18 მაისიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღაბი და ხელთათმანები.
საგანგებო მდგომარეობის დროს გამოყენებულ რეგულაციებში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ძალაში შევიდა 4 ივნისიდან. დღეიდან სავალდებულოა ნიღბის ტარება ყველა საჯარო ღია სივრცეში. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებსა და ვარჯიშებს შეუძლიათ არ ატსრონ ნიღბები საზოგადოებაში.
6 ივლისს, ფაშინინმა კომენდანტის სხდომის შემდეგ გამოაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისს გაგრძელდება კიდევ ერთი თვის განმავლობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button