მთავარიპოლიტიკა

სომხურ-არაბული ერთ მუშტად შეკრული ურთიერთობები ბაქოს თვალწინ

,,Lragir.am” წერს, რომ  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს ამ ქვეყანაში იორდანიის ელჩი, რომელსაც ბაქომ უკმაყოფილება გამოუთქვა სომხეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გამო. აზერბაიჯანელებმა იორდანიის სამეფოს ელჩს განუცხადეს, რომ იარაღის მიყიდვა “აგრესორისთვის” აღშფოთებას იწვევს აზერბაიჯანის საზოგადოებაში. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ელჩმა განაცხადა, რომ მას ესმის აზერბაიჯანული მხარის შეშფოთება და გადადგამს ნაბიჯებს პრობლემების განეიტრალების მიზნით.

ძნელი სათქმელია, ბაქოს პროპაგანდა რამდენად ზუსტად გადმოსცემს იორდანიის ელჩის სიტყვებს, თუ გავითვალისწინებთ მათ ფართო გამოცდილებას და ტრადიციებს უცხოელი დიპლომატების სიტყვების გაყალბებაში.

მაგრამ ბაქო ნამდვილად შეშფოთებულია, რაც დასტურდება იორდანიისადმი “ჩივილი”-თ. საქმე კი აქ იმაშია, რომ სხვადასხვა წყაროდან გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სომხეთმა იორდანიისგან შეიძინა რუსული OSA ტიპის საზენიტო სისტემები, რომლებიც მოდერნიზებულ იქნა ჩვენი სპეციალისტების მიერ და რომლებმაც ტავუშის ცაზე მოაწყეს აზერბაიჯანული უპილოტოების “განადგურება”.

პრეტენზია ელჩისადმი წარმოადგენს იმის აშკარა დემონსტრირებას, თუ როგორი იყო სომხური დარტყმების შედეგად გამოწვეული ზარალის მასშტაბი. მეორეს მხრივ, აზერბაიჯანელთა უკმაყოფილებას იორდანიისადმი აქვს  გაცილებით ფართო ღრმა მიზეზი, ვიდრე მხოლოდ OSA სისტემები.

საქმე იმაშია, რომ იორდანია არის მნიშვნელოვანი სუბიექტი ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების სისტემის რეკონსტრუქციის პერსპექტივაში. იორდანიას ამ რეგიონში ნატო-ს სპეციალური პარტნიორის სტატუსი აქვს. წლის დასაწყისში შუა აღმოსავლეთის რეგიონში რევოლუციური მოვლენები მოხდა, დაწყებული ირანელ გენერალ სოლეიმანის მკვლელობით. ახალ ვითარებაში, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ახლო აღმოსავლეთში “ნატო”-ს იდეის უფრო ინტენსიურად გამოხატვა, რაც პრაქტიკაში გულისხმობს არაბული ქვეყნების უსაფრთხოების სისტემის ფორმირებას ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. იორდანიამ აქ მთავარი როლი შეიძლება მიიღოს, როგორც ნატო-ს სპეციალურმა მოკავშირემ.

”შუა აღმოსავლეთის სომხები ითვლება მსოფლიოში უძველესი ქრისტიანული საზოგადოების ნაწილად. ისინი ჩვენი რეგიონის წარსულის განუყოფელი ნაწილია. ”ჩვენ ვგეგმავთ თქვენთან მუშაობას, რათა მათ გააგრძელონ ასეთი მნიშვნელოვანი როლის შესრულება  ჩვენი დღევანდელი და ნათელი მომავლის ჩამოყალიბებაში”, – 2020 წლის თებერვალში ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს აღნიშნა იორდანიის მეფე აბდულა მეორემ,  რომელიც ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფებოდა სომხეთში.

აზერბაიჯანს რა თქმა უნდა, აწუხებს სომხეთ-იორდანიის ურთიერთობების ეს სიღრმე, ახლო აღმოსავლეთი-კავკასიის უსაფრთხოების ვრცელი სისტემის არქიტექტურის თვალსაზრისით. იქ კი ვითარება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სომხეთ-იორდანიის ისტორიულად თბილი ურთიერთობების საფუძველზე, იორდანია პრაქტიკულად შეიძლება გახდეს უსაფრთხოების რეგიონალური ვრცელი სისტემის  ნატო-არაბული სამყარო-სომხეთის კვანძი.

ნახეთ მეტი
Back to top button