პოლიტიკა

ახალი ბაზა: სომხეთის პასუხი ნახჭევანის სამხედრო წვრთნებზე

,,Lragir.am“ წერს, რომ გუშინ, სომხეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არცახში ყოფნის შემდეგ სრ თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი, ასევე ეწვია სომხეთის სამხრეთ-დასავლეთის სასაზღვრო ზონას, “იქ განთავსებულ ახალ სამხედრო პოზიციას”, დაათვალიერა ზონა და მისცა მითითებები.

სომხეთის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი არის ნახჭევანთან, სადაც, როგორც ცნობილია, ტარდება თურქეთ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები, და ნახჭევანშია თურქეთის ჯარები და სამხედრო ტექნიკა. აზერბაიჯანულ-თურქული სამხედრო წვრთნები და ზოგადად, ნახჭევანში უდავოდ ძალის გამოვლენაა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს არის სომხეთისთვის ძალის ჩვენება, მცდარია. ეს არის ძალის გამოვლენა ყველასთვის, რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსთვის, როგორც რეგიონალური, ისე რეგიონის არამოსაზღვრე.

ამავდროულად, თურქული ძალაუფლების დემონსტრირებას შეიძლება დასჭირდეს ინტერპრეტაცია, თუმცაღა დიდი ანგარიშით უკვე დიდი ხანია “აუხსნელია ერდოღანის” აზრები, რადგან მას ერთი მხრივ ჩამოერთვა მუხრუჭები და მეორეს მხრივ უკან დახევის შესაძლებლობა. ამასთან, თურქული ძალაუფლების დემონსტრირების მთავარი მიზანი არა იმდენად კავკასიაში ე.წ. გაფართოებაა, არამედ ალბათ სიგნალი არცახზე მეტის დაკარგვის გამორიცხვის შესახებ.

ტავუშში აზერბაიჯანულ-თურქული პროვოკაციის საპასუხოდ, სომხეთის ასიმეტრიულმა სტრატეგიულმა შეტევამ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანული სახელმწიფოებრიობის ან სახელმწიფოს კრიზისს და რეგიონალურ დღის წესრიგში ამ საკითხის არსებობას. თურქეთ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნებით, ანკარა სავარაუდოდ, ამ მიმართულებით აგზავნის სიგნალს, რომ იგი აზერბაიჯანისგან არ დათმობს ან არ დაკარგავს იმაზე მეტს, ვიდრე დაკარგა არცახის პირველ ომში.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანკარა შეურიგდა ამ დანაკარგს და არ აქვს მისი და კიდევ მეტის უკან დაბრუნების სტრატეგიული იმედი და განზრახვა. ამასთან, ამჟამინდელი რეალობის პირობებში, ანკარას მთავარი სიგნალი და ამოცანაა იმის ჩვენება, რომ იგი არ დათმობს ან დაკარგავს იმაზე მეტს, რაც უკვე მისცა. ამავდროულად, თუ ანკარს ხედავს ასეთ პრობლემას, ეს ნიშნავს, რომ იგი რისკს აფასებს როგორც რეალურს და მიანიშნებს, რომ მზად არის სერიოზული დაპირისპირებისთვის, ახალი ზარალის თავიდან ასაცილებლად.

ამავდროულად, ნახჭევანი უმთავრესია თურქეთისთვის, როგორც ”საბრძოლო” ბაზა, ან როგორც მინიმალური ნადავლი, თუნდაც იძულებულიც გახდეს, რომ  აზერბაიჯანიდან ისევ დაკარგოს რაღაც. საქმე იმაშია, რომ ამ საკითხში, თურქეთი პრაქტიკულად მარტოა ძალოვანი ცენტრების მთელი ჯგუფის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანის საკითხში თურქეთი მარტოა,  ხოლო ნახჭევანის საკითხში? გამორიცხული არ არის, რომ რუსეთმა აქ ანკარას მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის მხრიდან რაიმე არსებითის მიღების სანაცვლოდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისევე, როგორც ნახჭევანი ერთი საუკუნის წინ გახდა რუსეთ-თურქეთის შეთანხმების საგანი, ასე უნდა იყოს ახლაც, მხოლოდ საპირისპირო მიმართულებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი საუკუნის წინ ნახჭევანი საბჭოთა აზერბაიჯანის მეშვეობით რუსეთს გადაეცა სომხური დასახლებების სანაცვლოდ, ახლა ნახჭევანი შეიძლება გადაეცეს თურქეთს, რუსეთმა კი შეიძლება კასპიის აუზში რაღაც მიიღოს. შესაძლებელია თუ არა ასეთი გაცვლა ან შეთანხმება? ყველაფერი შესაძლებელია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში.

სომხეთმაც ალბათ,  უნდა იმუშაოს ამ პრეზუმფციით. ამ თვალსაზრისით, ინფორმაცია სამხრეთ-დასავლეთის სასაზღვრო ზონაში “ახალი სამხედრო ბაზის” შესახებ სომხეთის ფართო რეაგირებაა ნახჭევანის წრთვნებზე, ალბათ იმ კონტექსტში, რომ სომხეთი, როგორც მეთვალყურე ამ მიმართულებით, არ იქნება დამკვირვებელი. ერევანი აირჩევს ნახჭევანის მიმართ უფლების პოლიტიკური პოზიციონირების მომენტს? ნახჭევანის სამხედრო პოზიციების სიმტკიცე ამ გარემოებასთან ურთიერთზეგავლენაშია, ერთი სუსტი იქნება მეორის გარეშე.

ნახეთ მეტი
Back to top button